Accentnews.ge
მედია: აშშ არალეგალ ემიგრანტებს მოქალაქეობისთვის 8–წლიან გზას შესთავაზებს

მედია: აშშ არალეგალ ემიგრანტებს მოქალაქეობისთვის 8–წლიან გზას შესთავაზებს

19/01/2021 07:16:33 მსოფლიო

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის რვაწლიან გზას შესთავაზებს,– იუწყება „ესოშიეთიდ პრესი“.

კანონპროექტი ბაიდენს ლათინოამერიკელი ამომრჩევლებისა და სხვა ემიგრანტების მიმართ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული მთავარი დაპირების შესრულების გზაზე აყენებს. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კანონპროექტის წარდგენას ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს.

კანონპროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე მცხოვრებ ადამიანებს ხუთწლიანი გზის გავლა მოუწევთ დროებითი ლეგალური სტატუსის ან მწვანე ბარათის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმებას გაივლან და სხვა ძირითად მოთხვონებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ემიგრანტებს ნატურალიზაციამდე სამწლიანი გზის გავლა მოუწევთ, თუ მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტენ.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ზოგიერთ შემთხვევაში ემიგრანტებისთვის პროცესი უფრო დაჩქარებული იქნება. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს, ჯო ბაიდენმა იმიგრაციასთან დაკავშირებული ტრამპის ქმედებები ამერიკულ ღირებულებებზე მუდივ თავდასხმად შეაფასა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S