Accentnews.ge
11 336 კოვიდ–ინფიცირებულიდან 7 000–ზე მეტი ბინაზე მკურნალობს

11 336 კოვიდ–ინფიცირებულიდან 7 000–ზე მეტი ბინაზე მკურნალობს

19/01/2021 07:01:48 საზოგადოება

კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა,

აჭარა – 58,

იმერეთი – 249,

ქვემო ქართლი – 93,

შიდა ქართლი – 95,

გურია – 53,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145,

კახეთი – 106,

მცხეთა-მთიანეთი – 41,

სამცხე-ჯავახეთი – 49,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 770, აჭარაში – 269, იმერეთში – 702.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში -54, იმერეთში – 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 2, იმერეთში – 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 – თბილისში, 237- აჭარაში, 32 – იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 226, აჭარაში – 97, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 434 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 398 პირი, აჭარაში – 1 788, იმერეთში – 2 269.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S