გამოვლინა კოვიდ–ინფიცირების 1500–ზე მეტი შემთხვევა
19/01/2021 06:59:00 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 465 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 235 130 გამოჯანმრთელდა, 2 970 კი, გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 „პისიარ“ ტესტით.


