Accentnews.ge
„მსოფლიო მორალური მარცხის წინაშეა და მის ფასს ღარიბ ქვეყნებში სიცოცხლითა და საარსებო წყაროთი გადაიხდიან“

„მსოფლიო მორალური მარცხის წინაშეა და მის ფასს ღარიბ ქვეყნებში სიცოცხლითა და საარსებო წყაროთი გადაიხდიან“

19/01/2021 06:32:29 მსოფლიო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის კოვიდვაქცინის უთანასწორო განაწილების გამო მსოფლიო "კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა". მან მოუწოდა ქვეყნებსა და მწარმოებლებს, გაანაწილონ დოზები უფრო სამართლიანად, მთელ მსოფლიოში.

"უხეში უნდა ვიყო და ვთქვა, მსოფლიო მორალური მარცხის წინაშეა და ამ მარცხის ფასს ღარიბ ქვეყნებში სიცოცხლითა და საარსებო წყაროთი გადაიხდიან. [...] საბოლოო ჯამში, ეს პანდემიას, დაწესებულ შეზღუდვებს, ადამიანების ტანჯვას გაახანგრძლივებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუბრობენ ვაქცინაზე სამართლიან წვდომაზე, ზოგიერთი ქვეყანა და კომპანია ისევ პრიორიტეტს ანიჭებს ორმხრივ შეთანხმებას, COVAX-ის გვერდის ავლით, ზრდიან ფასებს და რიგში დაწინაურებას ცდილობენ. გასულ წელს 44 ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა, 2021-ში კი, სულ მცირე, 12", - თქვა მან ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე საუბრისას.

მისი თქმით, სამართლიანი განაწილების პერსპექტივებს "სერიოზული რისკები" ემუქრება, როცა COVAX პლატფორმა მიზნად ისახავს უკვე მომდევნო თვეში, თებერვალში დაიწყოს ვაქცინის დისტრიბუცია ქვეყნებში.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ უსამართლოა, როცა ახალგაზრდა და ჯანმრთელი მდიდარი ქვეყნის მოქალაქე იღებს ვაქცინას იმაზე ადრე, ვიდრე მოწყვლადი ადამიანები ღარიბი ქვეყნებიდან.

საქართველო სწორედ COVAX პლატფორმის მეშვეობით ელოდება ვაქცინის მიღებას. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს შემოვა. როგორც ანონსდება, საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S