Accentnews.ge
"სილქნეტის" მობილური ქსელის აბონენტებს თანხა არასწორად ჩამოეჭრათ - კომპანია განცხადებას ავრცელებს

"სილქნეტის" მობილური ქსელის აბონენტებს თანხა არასწორად ჩამოეჭრათ - კომპანია განცხადებას ავრცელებს

18/01/2021 20:43:27 საზოგადოება

"სილქნეტის" მობილური ქსელის აბონენტებს თანხა არასწორად ჩამოეჭრათ - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სილქნეტის მობილურ ქსელში ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც აბონენტებს არასწორად ჩამოეჭრათ თანხა და გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება. გაცნობებთ, რომ დროის უახლოეს მონაკვეთში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება - დაკორექტირდება თანხა და აღდგება სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 150–200 ლარის ოდენობის თანხა ჩამოეჭრათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S