Accentnews.ge
აშშ–ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ–ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

18/01/2021 16:00:00 მსოფლიო

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წინასწარი ინფორმაციით, შენობის სიახლოვეს კვამლი შენიშნეს, რის შემდეგაც კაპიტოლიუმის კომპლექსი ჩაიკეტა და ვითარება „გარე საფრთხედ“ შეფასდა. კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებიც ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიციას ესწრებოდნენ.

უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ შენობასთან მიახლოებისგან.

ცნობისთვის: აშშ–ის 50 შტატი იმყოფება შესაძლო ძალადობრივი პროტესტის მოლოდინში ბაიდენის ინაუგურაციის დღისთვის. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააკეთა გაფრთხილება, ტრამპის მხარდამერების მხრიდან შეიარაღებული მარშების გამართვის შესაძლებლობაზე.

არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S