ნავალნიმ დაკავების შემდეგ განცხადება გააკეთა
18/01/2021 14:30:04 მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ დაკავების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ შეეშინდეთ და ქუჩაში გავიდნენ.
„ჩვენს გარდა არავინ დაგვიცავს. ჩვენ კი იმდენად ბევრნი ვართ, რომ თუ რამის მიღწევას მოვინდომეთ, მივაღწევთ კიდეც“.
მისივე თქმით, რუსეთი ყოველდღიურად კარგავენ შესაძლებლობებს და მომავალს და ეს პროცესი უკვე 20 წელია, გრძელდება.
„ღარიბები ვხდებით, ჩვენი ქვეყანა დეგრადირდება, ჩვენი განათლების სისტემა უფრო და უფრო ცუდი ხდება, ჯანდაცვის სისტემა – უარესი“,– განაცხადა ნავალნიმ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს. მას 30–დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ნავალნი ქვეყანაში, გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.


