Accentnews.ge
ცნობილია კვლევის წინასწარი შედეგი, რამ გამოიწვია ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 33 ადამიანის გარდაცვალება

ცნობილია კვლევის წინასწარი შედეგი, რამ გამოიწვია ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 33 ადამიანის გარდაცვალება

18/01/2021 13:57:02 მსოფლიო

ნორვეგიის ჯანდაცვის უწყებების განცხადებით, არ არსებობს პირდაპირი კავშირი რამდენიმე დღის წინ COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი მოხუცების სიკვდილსა და ვაქცინას შორის. საუბარია ნორვეგიაში იმუნიზაციიდან რამდენიმე დღეში 75 წელს გადაცილებული 33 ადამიანი გარდაცვალებაზე. ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და გააქტიურდნენ ანტივაქსერებიც. გამოითქვა ეჭვები, რომ სახეზე იყო ვაქცინის პოტენციურ გვერდით ეფექტთა ადრეული ნიშნები. ნორვეგიაში იმ დროისთვის მხოლოდ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოიყენებოდა.

კვლევების შემდეგ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ 33–ვე ხანდაზმული სეროზული დაავადებების მატარებლები იყვნენ.

„ყველა ამ პაციენტს სერიოზული თანმხლები დაავადება ჰქონდა. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი ვაქცინის გამო დაიღუპნენ. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს შეიძლება, უბრალოდ დამთხვევაა. ძნელია იმის დამტკიცება, რომ პირდაპირი მიზეზი ვაქცინა გახდა“, – განაცხადა ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს სამედიცინო დირექტორმა სტაინარ მადსენმა Bloomberg-თან.

ნორვეგიაში ვაქცინის სულ მცირე, ერთი დოზა 42 000 ადამიანს გაუკეთეს. ფოკუსირება რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებზე მოხდა, მათ შორის ხანდაზმულებზე.

მადსენის განცხადებით, შესაძლებელია, რომ იმუნიზაციის გვერდითმა ეფექტებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტის თანმხლები დაავადება უფრო გაართულოს.

მისი თქმით, ნორვეგიაში მეტნაკლებად უკვე აცრილია მოხუცებულთა თავშესაფრების ყველა ბინადარი და ფატალურობის მაჩვენებლის პროპორცია არის 1/1000-ზე.

მადსენი იქვე დასძენს, რომ განსხვავებულ შედეგებს არც Moderna-ს ვაქცინისგან ელოდებიან, რომლით იმუნიზაციაც ნორვეგიაში 15 დეკემბერს დაიწყეს.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდეც ცხადი იყო, რომ „ძლიერ ხანდაზმულ და ყველაზე მძიმედ ავადმყოფ პაციენტებში მოსალოდნელია დროში დამთხვეული სიკვდილის შემთხვევები ვაქცინაციის პერიოდში, მათ შორის ვაქცინირებულებშიც“.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ნორვეგიასთან ერთად მუშაობენ სიკვდილის შემთხვევათა კვლევაზე.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოების ანგარიში ევროპის მასშტაბით, იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S