Accentnews.ge
რუსეთი ნიდერლანდების საელჩოს ორ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთი ნიდერლანდების საელჩოს ორ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

18/01/2021 11:57:25 მსოფლიო

რუსეთი მოსკოვში ნიდერლანდების საელჩოს ორ წარმომადგენელს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათ ქვეყნის საზღვრების დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მისცეს.

გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდებში რუსეთის საელჩომ ქვეყნის საგარეო უწყებიდან მიიღო ნოტა ორი რუსი დიპლომატის ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე.

გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S