Accentnews.ge
სინოპტიკოსები ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ

18/01/2021 11:15:38 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს ტემპერატურა: 20-დან 23 იანვრის ჩათვლით, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.

„გუდაურის გზაზე თოვა ნარჩუნდება. საღამოს და ხვალ დღისით თოვა შეწყდება, შეიძლება, მცირე თოვა შენარჩუნდეს 20-21 იანვარს, მაგრამ გაძლიერდება ყინვები როგორც დღისით, ასევე ღამის საათებში. ზვავსაშიშროება ამჟამადაც არის ადგილზე, დილით ფიქსირდებოდა 180 სმ-მდე თოვლის საფარი, ამ საღამოსაც მოიმატებს, ზვავსაშიშროება შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს შესსაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ზვავსაშიშროების პროგრამით, უკვე ხვალიდან დაიწყებენ პროგნოზირებას, როდის შეიძლება ზვავსაშიშროების მოხსნა და დროებითი გზის გახსნა“, – აცხადებენ გარემოე ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S