Accentnews.ge
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

18/01/2021 10:38:52 საზოგადოება

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან (112) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S