ისრაელმა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა
18/01/2021 09:36:45 მსოფლიო
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოპერაცია ქალაქების, რაფას და ხან იუნისის მახლობლად ჩაატარეს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია არაბული ანკლავიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ორი რაკეტა ისრაელის ქალაქ აშდოდის სანაპირო ზოლის მახლობლად ისროლეს.


