Accentnews.ge
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები იგივე პრინციპით მოიხსნება, როგორც შარშან გაზაფხულზე

გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები იგივე პრინციპით მოიხსნება, როგორც შარშან გაზაფხულზე

18/01/2021 09:25:52 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზე მუშაობენ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, შეზღუდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოიხსნება, როგორც გაზაფხულზე.

"პრემიერ-მინისტრისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, როგორც გახაფხულზე შევიმუშავეთ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ 2 დღის განმავლობაში უნდა შემუშავდეს, რომლის მონახაზიც, პრინციპში, არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი. ანუ 1 ან 2 კვირა გაიხსნება რომელიღაც 1 ან 2 ბიზნესი, შემდეგ დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს და დადებითობის მაჩვენებლის და კიდევ რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება, მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ა.შ", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, ზოგადად ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S