Accentnews.ge
ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ზღვაში განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება

ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ზღვაში განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება

18/01/2021 08:04:53 საზოგადოება

პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი.

„18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S