Accentnews.ge
10 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულიდან 5 991 პირი ბინაზე მკურნალობს

10 000–ზე მეტი კოვიდ–ინფიცირებულიდან 5 991 პირი ბინაზე მკურნალობს

18/01/2021 07:02:24 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა,

აჭარა - 13,

იმერეთი - 5,

ქვემო ქართლი - 4,

შიდა ქართლი - 0,

გურია - 5,

სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4,

კახეთი - 5,

მცხეთა-მთიანეთი - 0,

სამცხე-ჯავახეთი - 2,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 ტესტი

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29.

634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში.

5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S