Accentnews.ge
„მის მემორიალს გარდაცვალების დღეს ყვავილები ამშვენებდა“ - ბერძენიშვილი გაბუნიას პასუხობს

„მის მემორიალს გარდაცვალების დღეს ყვავილები ამშვენებდა“ - ბერძენიშვილი გაბუნიას პასუხობს

18/01/2021 06:16:10 საზოგადოება

მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა - ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენშვილი ჟულიეტა ვაშაყმაძის ვაჟის – გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

თინათინ ბერძენშვილი ამბობს, რომ ვაშაყმაძეს ტელევიზიამ საკადრისი პატივი მიაგო:

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა", - წერს თინათინ ბერძენიშვილი .

გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში აღნიშნა, რომ ტელევიზიის სახელით, რომელშიც ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა, სამძიმარი არავის უთქვამს.

"იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც... მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია"...- თქვა გიორგი გაბუნიამ "პოსტ ფაქტუმში".

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 2020 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S