Accentnews.ge
აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი და ჯოხები გამოიყენეს

აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი და ჯოხები გამოიყენეს

18/01/2021 05:25:54 მსოფლიო

აშშ-ისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და ჯოხები გამოიყენეს,- იუწყება „როიტერი“.

8 000-მდე მიგრანტი გვატემალაში 15 იანვრის შემდეგ შევიდა. მიგრანტთა უმრავლესობა ჰონდურასისა და ელ სალვადორის მოქალაქეა, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევის მიზეზად სიღარიბესა და ძალადობას ასახელებენ.

გვატემალის გავლის შემთხვევაში, მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად ასობით სამართალდამცველს ამზადებს მექსიკაც. ქვეყნის ხელისუფლება საზღვრის არაავტორიზებული კვეთის წინააღმდეგია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S