Accentnews.ge
FBI იძიებს, დაფინანსებული იყო თუ არა უცხოური ორგანიზაციების მიერ კაპიტოლიუმზე შეტევა

FBI იძიებს, დაფინანსებული იყო თუ არა უცხოური ორგანიზაციების მიერ კაპიტოლიუმზე შეტევა

17/01/2021 21:40:56 მსოფლიო

NBC News-ის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს, აფინანსებდნენ თუ არა უცხოური მთავრობები, ორგანიზაციები და ინდივიდები ექსტრემისტებს, რომლებმაც დაგეგმეს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევა.

გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, 500 000 $-ის ეკვივალენტს ბიტკოინში ტრანზაქცია, რომელიც, როგორც ჩანს, საფრანგეთის მოქალაქისგან ამბოხში ჩართულ მთავარ ფიგურანტებსა და ჯგუფებს გადაერიცხათ; 8 დეკემბერს ფრანგმა პროგრამისტმა 28,15 ბიტკოინი, რაც 500 000 აშშ დოლარია, ამერიკული მემარჯვენე რადიკულური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერს გადაურიცხა, მათ შორის ცნობილ პოდკასტერს ნიკ ფუენტესს, რომლის მიმდევრებიც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობას იღებდნენ. საინტერესოა, რომ იმავე დღეს ამ ფრანგმა პროგრამისტმა თავი მოიკლა.

FBI-ის, ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სხვადასხვა ფედერალური თავდაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რისკების შეფასების საერთო ანგარიშში წერია, რომ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის აგენტები 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფომაციასა და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლო ნარატივებს ავრცელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S