ნავალნის აეროპორტში სამართალდამცველები და მხარდამჭერები ელოდებიან
17/01/2021 13:46:35 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ბრუნდება, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ.

ნავალნი მოსკოვში უნდა ჩავიდეს ბერლინიდან, სადაც მას თვეების განმავლობაში მკურნალობდნენ, მას მერე, რაც მოწამლეს - რაშიც თავად ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს.
ნავალნის მხარდამჭერები აპირებენ, მას ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ. მოსკოვის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ეს ღონისძიება უკანონო იქნება, რადგან უნებართვოდ გაიმართება.
უკვე იუწყებიან აეროპორტთან პირველი დაკავების შესახებ: პოლიციელებმა სეაჩერეს აქტივისტი დიმიტრი ვესკარავაინოვი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ.
აეროპორტის შენობასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ავტომანქანები, აეროპორტის მახლობლად კი ლითონის ღობეა აღმართული. სამართალდამცველები აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს ბილეთებს უმოწმებენ.
"დოჟდის" ჟურნალისტი იუწყება, რომ ნავალნი ჩაჯდა თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვში მიემგზავრება.


