Accentnews.ge
ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

17/01/2021 13:17:32 მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება: ჯო ბაიდენმა ის პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა.

ვიქტორია ნულანდს 32-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს: მუშაობდა 5 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, ორივე პოლიტიკური პარტიიდან. სამსახურიდან ის დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა.

2005-2008 წლებში ვიქტორია ნულანდი იყო აშშ-ის ელჩი ნატო-ში.

2013-2016 წლებში ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი საქართველოში ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდა.

2016 წლის ივნისში ნულანდი რუსეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

2020 წლის ზაფხულში, გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიპლომატი წერდა, როგორ უნდა მიუდგეს რუსეთს აშშ: შეიქმნას გაერთიანებული გლობალური ფრონტი რუსეთის სამხედრო აგრესიის შესამოწმებლად და შესაკავებლად; შეიმუშავოს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, დაწესდეს სანქციები, და დიპლომატების ძალისხმევა უშუალოდ რუსი ხალხისკენ მიემართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S