თურქეთი რუსული სატვირთო გემის ეკიპაჟის ორი წევრის დაღუპვის შესახებ იუწყება
17/01/2021 11:58:20 მსოფლიო
თურქეთი რუსული დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ეპიპაჟის ორი წევრის გარდაცვალების შესახებ იუწყება,– ამის შესახებ Anadolu ბართინის პროვინციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება.
გუბერნატორის თქმით, ბორტზე 13 პირი იმყოფებოდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
"ამ დროისთვის ხუთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ეკიპაჟის ორი წევრის ცხედრები იპოვნეს",– განაცხადა გუბერნატორმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. შემთხვევა ბართინის პროვინციის, ინკუმუს რაიონის სანაპიროსთან მოხდა.


