Accentnews.ge
„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

16/01/2021 09:26:45 საზოგადოება

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც რამდენიმე წუთში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ინციდენტი პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს არც ბანერების გაშლის უფლება მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს. ბანერზე გაკეთებულია წარწერა: „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“. აქციის მონაწილეები ბანერზე სხედან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S