Accentnews.ge
ბრიტანეთი  „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

ბრიტანეთი „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს

16/01/2021 07:33:49 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა „სამოგზაურო დერეფანს“ კეტავს: ქვეყანაში ჩასული ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს;10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს პირს, თუ 5 დღის შემდეგ ხელახლა აღებული ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ.

ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამებისგან ქვეყნის დაცვაა.

„არსებობს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ახალი შტამების შემოსვლის რისკი, ქვეყნის ამ შტამებისგან დასაცავად დამატებითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“- განაცხადა ჯონსონმა.

მისი განმარტებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 18 იანვრიდან შევა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 761 ახალი შემთხევა გამოვლინდა და 1 280 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S