Accentnews.ge
3 670 კოვიდ–ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს

3 670 კოვიდ–ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს

16/01/2021 07:24:14 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა. რაც შეეხება რეგიონებს, ინფცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 84,

იმერეთი – 219,

ქვემო ქართლი – 55,

შიდა ქართლი – 87,

გურია – 28,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122,

კახეთი – 87,

მცხეთა-მთიანეთი – 35,

სამცხე-ჯავახეთი – 27,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 764, აჭარაში – 314, იმერეთში – 716. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 237 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S