თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხმაური იყო
15/01/2021 13:21:03 საზოგადოება
გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხმაური იყო. როგორც მგზავრები ყვებიან, ისინი მინსკის გავლით პოლონეთში გეგმავდნენ გაფრენას, რეგისტრაციაც გაიარეს, ჩააბარეს ბარგი, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს უთხრეს, რომ პოლონეთში ვერ გაფრინდებოდნენ.
საბოლოოდ ბორტზე ასვლის შესაძლებლობა დაახლოებით, 10 მგზავრს მისცეს, 60–მდე მოქალაქეს კი დარჩნა მოუწია.
მოქალაქე ეკატერინე ბაციკაძე, რომელიც თბილისში დარჩენილ მგზავრებს შორის აღმოჩნდა, „ტვ პირველს“ უყვება“, რომ მიზეზად მესაზღვრეებმა თავდაპიერველად პოლონეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვა დაასახელეს, თუმცა როდესაც ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა, ბრძანეს, რომ მოქალაქეებს ვიზები სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი შენგენის ზონაში შედის, საქართველოს მოქალაქეებს კი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის უფლება აქვთ.
მოქალაქე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება, ამასთან, ბუნდოვანია, დაიბრუნებს თუ არა ბილეთის საფასურს სრულად.
„რეგისტრაცია ჩვეულებრივად გავიარეთ, კეთლი მზაგვრობაც კი გვისურვეს, შემდეგ გვითხრეს, რომ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, ვიზას ითხოვენ. ჯერ გვითხრეს, რომ პოლონეთმა საზღვარი ჩაკეტა და მხოლოდ ვიზით იქნებოდა შესაძლებელი გადასვლა, შემდეგ დავაზუსტეთ, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო. 70–მდე ადამიანი ასე დავრჩით. ადამიანები ითხოვდნენ, „ბილეთის საფასური მაინც დაგვიბრუნეთ სრულადო“,– ამბობს მოქალაქე.
იურისტები ამბობენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შსს–მ მოქალაეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა და დამატებითი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.


