„არ არსებობს დასკვნა, რომ 23 მოხუცი ადამიანის სიკვდილი ვაქცინის შემდგომი გართულებებით იყო გამოწვეული“
15/01/2021 12:11:36 საზოგადოება
ამ ეტაპზე არ არსებობს დასკვნა, რომ ნორვეგიაში 23 ადამიანის გარდაცვალება ვაქცინაციის შემდგომმა გართულებებმა განაპირობა,– ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მან მედიას მოუწოდა, დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებენ, რათა ამან შესალოა, იმუნიზაციის პროცესს საფრთხე შეუქმნას.
„მესმის, რომ მაღალი ინტერესის მქონე საკითხია, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს ადამიანები „ფაისერის“ ვაქცინის გამო გარდაიცვალნენ. აქტიურად გავეცანი ნორვეგიულ წყაროებში მითითებულ ლიტერატურას, გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი ხელშეკრულება და კონტაქტი ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტთან, გვქონდა სატელეფონო საუბრები წამყვან პროდესორებთან...ეს ჯერ შესწავლის საგანია და დასკვნა, რომ 23 მოხუცი ადამიანი სიკვდილი ვაქცინის შემდგომი გართულებებით იყო გამოწვეული, არ არსებობს. ესენი არიან მუხუცთა სახლებში მყოფი 80 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, სადაც სიკვდილი რამოდენიმე დღის შემდეგ დადგა. ამიტომ, დღეს ამ საკითხს სწავლობს ნორვეგიის წამლის სააგენტო, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ნუ ვიჩქარებთ, რადგან ამან შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს იმუნიზაციის პროცესს“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თებერვალში საქართველოში პირველ ეტაპზე „ფაისერის“ ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომლეთაც მედპერსონალი აიცრება.


