Accentnews.ge
რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

15/01/2021 11:36:29 მსოფლიო

რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ახალ პირობებში ღია ცის ხელშეკრულების ფუნქციონირების გაგრძელებისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრაში პროგრესის არარსებობის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს. პროცედურის დასრულებისთანავე შესაბამის უწყებას ხელშეკრულების დეპოზიტარებს დავუგზავნით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

2020 წლის 22 მაისს აშშ-მა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S