ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ისინი, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებლები მაინც იყვნენ
15/01/2021 11:03:46 საზოგადოება
ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ შესაძლოა, ვირუსის გადამტანები იყვნენ.
„კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებს გარკვეული იმუნიტეტი ხუთი თვის განმავლობაში გამოუმუშავდებათ – ანტისხუელები ადამიანს რეინფიცირებისგან 83%–ით იცავს, თუმცა ისინი შესაძლოა, მანც იყვენენ ვირუსის მატარებლები და ინფექციას ავრცელებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბირტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნულ დასკვნამდე ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ათობით ათასი ტესტის საფუძველზე მივიდნენ.
ამის გამო სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და მისდიონ ექიმების რეკომენდაციებსა და წესებს.


