13 674 კოვიდ–ინფიცირებულიდან 3 732 პირია ჰოსპიტალიზებული
15/01/2021 06:58:56 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა,
აჭარა - 52,
იმერეთი - 187,
ქვემო ქართლი - 83,
შიდა ქართლი - 83,
გურია - 33,
სამეგრელო და ზემო სვანეთი - 105,
კახეთი - 88,
მცხეთა-მთიანეთი - 25,
სამცხე-ჯავახეთი - 20,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 757, აჭარაში - 322, იმერეთში - 740.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 9, იმერეთში - 29.
648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 - თბილისში, 325 - აჭარაში, 30 - იმერეთში.
9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 70, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 714 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 102 პირი, აჭარაში - 2 264, იმერეთში - 2 756.


