ინდონეზიაში დამანგრეველ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
15/01/2021 06:10:14 მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. სულავესის კუნძულზე ნგრევის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ასობით ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დაფიქსირდა.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.


