Accentnews.ge
გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თებერვალში

გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი თებერვალში

14/01/2021 17:28:58 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ცნობით, თებერვლის დასაწყისში სავაჭრო სექტორი მთლიანად გაიხსნება, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ კითხვაზე მას ზუსტი პასუხი არ აქვს.

როგორც იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, იანვრის ბოლომდე ეპიდვითარებას უნდა დავაკვირდეთ: დაიკლებს თუ არა ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი, გაითავისებენ თუ არა ადამიანები რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას და ამის შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

"თუ ადამიანები დაიცავენ წესებს, ეს შეზღუდვები საჭირო არ იქნება. არავის სჭირდება შეზღუდვები",– აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვების აღსრულების პროცესი საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო რთულია, რადგან რთულია დისტანციის დაცვა და თითოეულ ვაგონსა თუ ტრანსპორტში მაკონტროლებელი უნდა იყოს წარმოდგენილი.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს.

იმნაძემ აღნიშნა ისიც, რომ თუ დაწესებული შეზღუდვები თებერვალში ერთიანად მოიხსნება, ქვეყანა კვლავ იმ წერტილს დაუბრუნდება, როდესაც დღეში 5 000–მდე კოვიდ–ინფიცირებული იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S