ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არ შედიან, ვაქცინა ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი
14/01/2021 16:50:25 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ მედპერსონალი აიცრება, შემდეგ რისკჯგუფები, ხოლო “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება.
“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს [ვაქცინა] იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”,– თქვა იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მისცემს.
იმნაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ლოჯისტიკურად ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზადაა.


