არმი ჰამერს კანიბალიზმში ადანაშაულებენ
13/01/2021 12:34:01 მსოფლიო
ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა უცნობი ქალისა და ამერიკელი მსახიობის არმი ჰამერის მიმოწერა გაავრცელა: ინსტაგრამზე House of Effie-ის სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებლის და ვარსკვლავის მიმოწერაში კანიბლიზმის შემცველი ტექსტი იკითხება.

"ძალიან აღვეგზენი. წარმოვიდგინე როგორ მიჭირავს შენი მფეთქავი გული ხელში. 100%-ით კანიბალი ვარ, მინდა, შეგჭამო. ჯანდაბა, მეშინია ამის აღიარება და აქამდე არავისთვის მითქვამს, ერთხელ ცოცხალ ცხოველს გული ამოვაჭერი და შევჭამე სანამ თბილი იყო". –ვკითხულობთ პირველ სქრინში.
"შენ იმისთვის ცოცხლობ რომ დამემორჩილო და ჩემი მონა იყო. მე შენი პატრონი ვარ, გსურს, მოხვიდე და იყო ჩემი საკუთრება სანამ არ მოკვდები? მინდა, თითი მოგაჭრა და ჯიბით ვატარო, რათა შენი სხეულის ნაწილს მუდამ ვფლობდე". – წერია მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მეორე სქრინში.
მიმოწერის ავთენტურობის დასადასტურებლად House of Effie-მ ტატუირებული ხელის ფოტო გამოაქვეყნა. სწორენ ანალოგიური ტატუ აქვს მსახიობსაც.

მსახიობი მიმდინარე სკანდალს არ გამოხმაურებია.


