Accentnews.ge
აფეთქების გამო, რასაც 200–მდე ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის მოქალაქეებს ინტერპოლით ეძებენ

აფეთქების გამო, რასაც 200–მდე ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის მოქალაქეებს ინტერპოლით ეძებენ

13/01/2021 10:02:54 მსოფლიო

ინტერპოლმა ბეირუთში მომხდარ აფეთქების საქმეზე რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. ოფიციალურად ძებნილების ვინაობა არ სახელდება, თუმცა მედია წერს, რომ საუბარია ბიზნესმენ იგორ გრეჩუშკინზე და მეზღვაურ ბორის პროკოშევზე. საქმე ეხება ბეირუთის პორტში შარშან მომხდარ აფეთქებას, რასაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადებული იგორ გრეჩუშკინი იმ გემის მფლობელია, რომლითაც 2013 წელს ბეირუთში ამონიუმის გვარჯილა ჩაიტანეს, ხოლო ბორის პროკოშევი ამავე გემის კაპიტანია.

გაწულ წელს ლიბანის სასამართლომ რუსეთის ორივე მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამავე საქმეზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა პორტუგალიელ ჟორჟ მანულე ნეტუ მორიერაზე, რომელიც ამონიუმის გვარჯილით ვაჭრობდა და 2014 წელს ბეირუთში გაჩერებულ გემზე ტვირთი დაათვალიერა.

აფეთქება ბეირუთში 2020 წლის 4 აგვისტოს მოხდა. მიზეზი პორტში მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი იყო. შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

2020 წლის დეკემბერში ლიბანის პროკურატურამ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალი ლიბანის ყოფილ პრემიერ–მინისტრს ჰასან დიაბს და ფინანსთან ექს-მინისტრსაც წაუყენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S