Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა ქუთაისის #2 საპატიმროშიც დაფიქსირდა

კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა ქუთაისის #2 საპატიმროშიც დაფიქსირდა

13/01/2021 08:35:47 საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 11 იანვარს PCR ტესტირება ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების 883 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კოვიდ დადებითი მხოლოდ 1 პატიმარი აღმოჩნდა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 12 იანვარს ასევე ტესტირება ჩატარდა რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, შედეგები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გასული წლის ბოლოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება. 3 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად ქალთა დაწესებულებაში იყო 23 შემთხვევა გამოვლენილი, ამის შემდეგ PCR ტესტირებამ მოიცვა სხვა დაწესებულებები“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S