განიხილავს თუ არა მთავრობა სკოლებისა და ბაღების გახსნას
13/01/2021 08:17:20 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია სკოლები და ბაღები, რომ ბავშვები სათანადო პირობებში იღებდნენ განათლებას და ამ კუთხით განათლების სამინისტროსთან მუსაობა მიმდინარეობს.
ამასთან, ტიკარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ეტაპზე არსებული ეპიდვითარება არ იძლევა სკოლებისა და ბაღების გახსნის შესალებლობას,
„პირველია ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება. ამიტომ საკითხს ფრთხილად ვეკიდებით. არსებული ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, როდის გაიხსნას სკოლები“,– განაცხადა ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ როდესაც შესაძლებლობა იქნება, განათლების სამინისტროს მიერ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების სკოლებში დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა არსებული სეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლიდან გეგმავს, თუმცა რა მიმართულებით, ამ ეტაპზე უცნობია.


