ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით "ცხელ კერად" საქართველოს ხუთი რეგიონი რჩება
13/01/2021 07:00:06 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა,
აჭარა - 94,
იმერეთი - 234,
ქვემო ქართლი - 94,
შიდა ქართლი - 103,
გურია - 35,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126,
კახეთი - 102,
მცხეთა-მთიანეთი - 44,
სამცხე-ჯავახეთი - 29,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26.
579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში.
8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349


