Accentnews.ge
ცერცვაძე: "საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer​-ის ვაქცინას არ ეყოფა"

ცერცვაძე: "საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer​-ის ვაქცინას არ ეყოფა"

13/01/2021 06:37:10 საზოგადოება

Pfizer​-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განმარტებით, Pfizer​-ის ვაქცინის შენახვა აუცილებლად -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

"საქართველოში შემოტანილი იქნება Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და 2 მილიონისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer​-ის არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer​-თან და AstraZeneca-სთან.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S