Accentnews.ge
BBC: ბრაზილიაში ჩინური კოვიდვაქცინის კვლევამ 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

BBC: ბრაზილიაში ჩინური კოვიდვაქცინის კვლევამ 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

13/01/2021 06:15:06 მსოფლიო

BBC-ის ინფორმაციით, ჩინური კომპანია სინოვაკის კოვიდვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევებისას 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. შედეგით ჩანს, რომ ვაქცინა წინა კვლევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებეფექტიანია, თუმცა მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებისთვის საჭიროა 50%-ზე მეტი ეფექტიანობის მაჩვენებელი.ჩინური სინოვაკი ბეიჯინგში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც იკვლევს ვაქცინა "კორონავაკს" (CoronaVac).

გასულ კვირას ბრაზილიაში, ბუტანტანის ინსტიტუტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ სინოვაკს 78%-იანი ეფექტიანობა აქვს ინფიცირების მსუბუქ და მწვავე შემთხვევებში. მოგვიანებით, მათ გაარკვიეს, რომ მონაცემები არასრულყოფილი იყო. მათი თქმით, ყველაფრის ჩათვლით, ეფექტიანობა 50,4%-ია.

სინოვაკის კვლევებმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგი აჩვენა. გასულ თვეში თურქმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ის 91,25%-ით ეფექტიანია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, თქვეს, რომ სინოვაკი 65,3%-ით ეფექტიანია. ორივე, ვაქცინის გვიანი ეტაპის ცდის შუალედური შედეგი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S