„იუთუბმა“ დონალდ ტრამპს მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა
13/01/2021 06:00:16 მსოფლიო
ინტერნეტპლატფორმა „იუთუბმა“ აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ იუთუბარხზე მასალის განთავსება ერთი კვირით აუკრძალა.
როგორც „იუთუბის“ წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, ტრამპის არხზე განთავსებული ვიდეო ძალადობისკენ წაქეზებას შეიცავდა. აღნიშნული მასალა წაიშალა. კომპანიაში ვიდეოს დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ კვირაში გადაწყვეტილებას გადახედავენ.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ, სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპს ანგარიში განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა, „ტვიტერმა“ კი მიკრობლოგი მუდმივად დაუბლოკა.


