Accentnews.ge
ტატო გრიგალაშვილი „მსოფლიოს მასტერსზე“ ჩემპიონი გახდა

ტატო გრიგალაშვილი „მსოფლიოს მასტერსზე“ ჩემპიონი გახდა

12/01/2021 17:18:29 საზოგადოება

დოჰაში, ძიუდოისტთა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - „მსოფლიოს მასტერსზე“ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა. 21 წლის ქართველმა, რომელიც კატარში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა, ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე დამაჯერებლად მოიგო.

ტატო გრიგალაშვილი ახლახან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგად, მსოფლიოს გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

სამდღიანი ტურნირის დასკვნით დღეს - 13 იანვარს, მამაკაცთა შორის მედლების ბოლო სამი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი (სამივე +100 კგ).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S