რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
12/01/2021 11:49:43 მსოფლიო
რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,– იუწყება რუსული მედია ხმელთაშუა ზღვის ევროპულ სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით.
მიწისძვრის ეპიცენტრი ხუბსგულის ტბაში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ ანგარსკიდან 277 კილომეტრის დაშორებით იყო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუტსკის ოლქის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი მონღოლეთში იყო. ირკუტსკში მხოლოდ 4-5 მაგნიტუდა იგრძნობოდა და მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.


