Accentnews.ge
თბილისის მერია 2021 წელს "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" რეკლამისთვის 170 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია 2021 წელს "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" რეკლამისთვის 170 000 ლარს დახარჯავს

12/01/2021 10:20:01 საზოგადოება

თბილისის მერიას დაქვემდებარებული საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" მუნიციპალური სამსახურების გვერდების რეკლამირებისთვის, 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც 170 000 ლარს დახარჯავს.

შესყიდვების სისტემიდან ირკვევა, რომ მერია ამ თანხით იმ გვერდების რეკლამას ისახავს მიზნად, რომელთაგან ინსტაგრამზე მხოლოდ თბილისის მერიაა წარმოდგენილი, ყველა დანარჩენი სამსახურისთვის კი იგულისხმება გვერდები "ფეისბუქზე":

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
  • ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევის, კრწანისის და გლდანის - სულ 9 რაიონის გამგეობის გვერდები ფეისბუქზე
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
  • მუნიციპალური ინსპექცია
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური
  • ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური
  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
  • თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა
  • არქიტექტურის სამსახური
  • ქონების მართვის სააგენტო
  • საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
  • თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
  • თბილისის განვითარების ფონდი
  • მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
  • ჩემი ადვოკატი
  • თბილისის მედიათეკების გაერთიანება
  • თბილისის ზოოპარკი
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანია
  • სამეფო უბნის თეატრი
  • თბილსერვის ჯგუფი

საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო 2018 წელს შეიქმნა და 2020 წლის მდგომარეობით 55 თანამშრომლისგან იყო დაკომპლექტებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S