ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა
12/01/2021 08:31:02 საზოგადოება
"ამნისტიის შესახებ" კანონი ძალაში შევიდა. პატიმრები საპატიმროებს უახლოესი 1 თვის განმავლობაში დატოვებენ.
როგორც პარლამენტში განიმარტა, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხო, 10 ათასს გაცდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ ნაწილში, რომელსაც ნაკლებად აქვს წინაპირობები და პირდაპირ ითვალისწინებს პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, შესაბამისი უწყებების აღსასრულებელი საქმეა.


