11 583 კოვიდ–ინფიცირებულიდან 7 135 ბინაზე მკურნალობს
12/01/2021 07:06:26 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა,
- აჭარა-97,
- იმერეთი-334,
- ქვემო ქართლი-143,
- შიდა ქართლი-113,
- გურია-30,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი-158,
- კახეთი-147,
- მცხეთა-მთიანეთი-41,
- სამცხე-ჯავახეთი-29,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 811, აჭარაში-357, იმერეთში-760.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში-377, აჭარაში-69, იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში-165, აჭარაში-11, იმერეთში-26.
569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208-თბილისში, 295-აჭარაში, 27-იმერეთში.
7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-249, აჭარაში-57, ხოლო იმერეთში-7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია- 21 599 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 411 პირი, აჭარაში-2 059, იმერეთში-2 231.


