ქართული ძიუდოს ლეგენდა დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა
11/01/2021 12:15:21 საზოგადოება
ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.
დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.


