Accentnews.ge
შეზღუდვები რეგიონებში შესაძლოა, ეტაპობრივად შემსუბუქდეს

შეზღუდვები რეგიონებში შესაძლოა, ეტაპობრივად შემსუბუქდეს

11/01/2021 09:49:23 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია ჩასატარებელი, მათ შორის ტესტირებისა და კოვიდ–ინფიცირების ფარული შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით. სავარაუდოდ, იგულისხმება უსიმპრომო ინფიცირებულები, რომელთა შესახებ სისტემამ ჯერ არ იცის, თუმცა ისინი კორონავირუსის გადამტანები არიან.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გახსნა უსაფრთხო იყოს და გახსნიდან ორ კვირაში კვლავ 3000–ზე მეტ ყოველდღიურ მაჩვენებელს არ დავუბრუნდეთ, ვითარების სტაბილიზაციაა საჭირო და ამ კუთხით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა. შესაბამისად, შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქებაზე მთავრობამ ეტაპობრივად ისაუბროს რეგიონების მიხედვით.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ რეალისტური უნდა იყოს, რომ 1 თებერვლიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრმა 11 იანვარს განაცხადა, რომ არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება და რა სახის სეზღუდვები შემსუბუქდება თემერვალში, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S