ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ კორონავირუსი მხოლოდ ქალთა საპატიმროშია გამოვლენილი
11/01/2021 09:24:34 საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ ქალთა საპატიმრო დაწესებულების გარდა კორონავირუსი არც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, მასობრივი ტესტირება ოთხ საპატიმროში ჩატარდა, მათ შორის გეგუთში.
„ინტენსიური ტესტირება გრძელდება ამ წუთებში ქუთაისის #2 დაწესებულებაში,– განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 30 პატიმარია.
რაც შეეხება მოშიმშილე პატიმრებს, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამნისტიის შეხების მოთხოვნით 11 პატიმარი შიმშილობს.


