Accentnews.ge
შეზღუდვების შემსუბუქება 18 იანვრიდან არ დაიწყება

შეზღუდვების შემსუბუქება 18 იანვრიდან არ დაიწყება

11/01/2021 09:13:35 საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.

მოლების, ბაზრობების და ტრანპორტის გახსნა 18 იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

რაც მიმართულებით შემსუბუქდენა შეზღუდვები, თურნავას თქმით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭო მომავალი სამი კვირის განმავლობაში იმსჯელებს. მიზეზად კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სახელდება.

"ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს,“ - განაცხადა თურნავამ.

შესაძლოა, 1 თებერვლიდან მოლები, ბაზრობები და ტრანსპორტი გაიხსნება, თუმცა, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება "კომენდანტის საათი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S