Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, შემსუბუქდება თუ არა 16 იანვრიდან შეზღუდვები

გამყრელიძე განმარტავს, შემსუბუქდება თუ არა 16 იანვრიდან შეზღუდვები

10/01/2021 16:53:56 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელის თქმით, 16 იანვრიდან ქვეყანაში დაპირებისამებრ შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

იქვე გამყრელიძე ამბობს იმასაც, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება "სერიოზულია":

"წინასწარ ვერაფერს გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი... შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – ამბობს გამყრელიძე პირველ არხთან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

10 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 617 პირი. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 239 229 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 225 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 773 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S